აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

20 თებერვალი, 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება.

დღეს, სოფელ ფერიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ეკატერინე დგებუაძესთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ ფერიაში აშენდება 430 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოეწყობა ოთახები კომპიუტერებისა და ლაბორატორიისათვის, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული და სააქტო დარბაზები.

სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის, მოეწყობა ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული იქნება სველი წერტილები.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. მშენებლობის ღირებულება შეადგენს 3 444 444 ლარს.

დღესვე, მაია ხაჯიშვილი და ეკატერინე დგებუაძე სოფელ ფერიაში აფხაზური ენის გაკვეთილს დაესწრნენ, სადაც აფხაზურ ენას 25-მდე მოსწავლე სწავლობს.

სოფელ ფერიაში, სადაც 300-მდე აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, მსმენელების ორი ჯგუფი შეიქმნა, მათ განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის.

აფხაზური ენის სწავლება აჭარის ორ სკოლაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიისა და ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები