აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მაია ხაჯიშვილმა და ეკატერინე დგებუაძემ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილეს

20 თებერვალი, 2020

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაიშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ  განიხილეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევები, მიღწევები, დაგეგმილი სიახლეები და განათლების რეფორმის მიზნები.

მხარეებმა ისაუბრეს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მექანიზმების გაძლიერების შესახებ. ასევე, განიხილეს “ახალი სკოლის მოდელის” მასშტაბურ ეტაპზე გადასვლის საკითხი და აჭარის სკოლებში პროექტის დანერგვით მიღწეული შედეგები. 

მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მინისტრის მოადგილეს ზოგადი განათლების მიმართულებით აჭარაში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები გააცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დირექტორებსა და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები