აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ბელორუსიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19 თებერვალი, 2020

ვიზიტის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ბელორუსიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ გრაკუნს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საკითხები. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით. ტიტე აროშიძემ ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

ვლადიმერ გრაკუნმა ვრცლად ისაუბრა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული მანდარინის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55