აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქართველი დელეგაცია ბელორუსიაში

19 თებერვალი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელორუსიულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა“და ჩინურ-ბელორუსიულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

„ბელკომუნმაშის“ საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას და ჰოლდინგის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქციას.

ბელორუსიაში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელორუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ამასთან, დღეს, მინსკში გაიმართება საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55