აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარულმა ხაჭაპურმა ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო

18 თებერვალი, 2020

 
ქართული კერძების მასტერკლასმა ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებაზე, რომელიც ტალინში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, 30-მდე ცნობილმა, ესტონელმა  ჟურნალისტმა აჭარული ხაჭაპურისა და პოპულარული ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტები გასტრონომიასთან ერთად აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსაც გაეცნენ.

პარალელურად, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2020“-ზე გაუწია, სადაც რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი მათ Tez Tour-ის მენეჯმენტთან განიხილეს. კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ჩარტერები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მზარდია რეგიონში, ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 2019 წელს, ამ მიმართულებით რეგიონში +67 ზრდა დაფიქსირდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები