აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შუახევში ახალი პროფესიული სასწავლებელი იხსნება

10 თებერვალი, 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით შუახევის მუნიციპალიტეტში მალე გაიხსნება პროფესიული სასწავლებლის „ბლექსი“ ფილიალი. სასწავლებლისთვის, მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გამოყო ცალკე შენობა და მნიშვნელოვანი რესურსები გაწია შენობის სრული რეაბილიტაციისთვის.

შუახევში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ფილიალის მშენებლობის პროცესი და დაათვალიერეს სანერგე-საჩითილე მეურნეობა, სადაც მსმენელები თეორიული კურსის შესაბამისად პრაქტიკას გაივლიან.

სამშენებლო სამუშაობის მონახულების გარდა, შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის და კოლეჯის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მხარეებმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ოთახების მოწყობას, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყობა ლიფტი.

კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატები. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები