აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

თოვლის საფარისგან გზის გაწმენდით სამუშაოებზე აჭარის 4 მუნიციპალიტეტში 68 ერთეული ტექნიკა მუშაობდა

15 თებერვალი, 2020

დღეს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდით სამუშაოებზე აჭარის 4 მუნიციპალიტეტში 68 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თემებში მისასვლელი გზები გაწმენდილია. თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.
შუახევის მუნიციპალიტეტში 9 თემიდან 6 გაწმენდილია. დანარჩენი 3 ხვალ სრულად გაიწმინდება.
ქედის მუნიციპალიტეტში 18 მიმართულებით ძირითად სოფლებში მისასვლელი გზები გაიწმინდა. მუშაობს 15 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ერთი სატყეოს და ერთიც დაქირავებული. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას მაღალმთიან აჭარაში დღეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი და მოადგილეები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები