აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის საფარის თოვლისგან წმენდას განაგრძობს

14 თებერვალი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის საფარის თოვლისგან წმენდას განაგრძობს.
დღეს გაწმენდით სამუშაოებს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში 64 ერთეული ტექნიკა განახორციელებს.
ხულოს მუნიციპალიტეტში გზები 22, შუახევში 20, ქედაში 15, ხოლო ხელვაჩაურში 7 მიმართულებით გაიწმინდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები გუშინ მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებს შეხვდნენ და ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ასევე, გაეცნენ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას.
ყველა სამსახური მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული შეფერხებები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები