აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან აჭარაში გზის თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს

13 თებერვალი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან აჭარაში გზის თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.
ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს, თოვლის საფარის სიმაღლე 1,3 მეტრია.
თორმეტი ადმინისტრაციული თემიდან 9 სრულად არის გაწმენდილი.
11 მიმართულებით იწმინდება გზები შუახევში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მეტრია.
ამ ეტაპზე 9 ადმინისტრაციული ერთეულიდან, სამი სრულად გაწმენდილია.
ქედაში 9 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, გზა ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაწმენდილია.
ხელვაჩაურში 9 მიმართულებით ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ინტენსიური ნალექის გამო შეზღუდულია ხილვადობა, ამინდის ცვლილების შესაბამისად დაემატება მიმართულებები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები