აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარელი გიდები კახეთის გამოცდილებას გაეცნენ

30 იანვარი, 2020

აჭარაში მოქმედ გიდებს ღვინის თემატიკაზე კახეთში ტრენინგები და ვორქშოპები ჩაუტარდათ. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას მათ ლექციები ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ ჩაუტარდათ როგორებიცაა როგორ წარმოვაჩინოთ ღვინის მარანი და ღვინო, ღვინისა და კერძების შეხამება, ღვინის მარკეტინგი, ღვინის დეგუსტაციის თეორია და ღვინის კლასიფიკაცია, ასევე  ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა და მევენახეობის კერები საქართველოში, ქართული ვაზის სახეობები, ქვევრი და ქვევრის ღვინო, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ქვევრის ღვინისა და კლასიკური ღვინის წარმოების ზოგადი ტექნოლოგია, ორგანული და არაორგანული ღვინო.       

პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები კახეთში არსებულ ღვინის მარნებსაც ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. გიდებს თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ღვინის ექსპერტმა, საქართველოს სომელიე, სერტიფიცირებულმა გიდმა მაკა ტარალაშვილმა ჩაუტარა. ტრენინგები ორეტაპიანია და მას გარდა გიდებისა აჭარაში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლები დაესწრებიან.

" ჩვენი და USAID-ის თანამშრომლობით ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გამოვიდა, რომელსაც კახეთში დმო "ვიზიტ კახეთი"-ს ჯგუფი უზრუნველყოფს.  კახეთის რეგიონს ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის კუთხით ნამდვილად აქვს ის გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ხელს შეუწყობს ჩვენს გიდებსა და მეწარმეებს უკეთ განავითარონ ღვინის ტურიზმი აჭარაში. ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი ქედის მუნიციპალიტეტის სახით, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მსგავსი გასვლითი ტრენინგები და ვორქშოპები კი დამატებითი სტიმულია ღვინის ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის განავითარონ საკუთარი ბიზნესი და სერვისი, რომელსაც ტურისტებს სთავაზობენ," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები