აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო

24 იანვარი, 2020

🚜აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, პრობლემის აღმოფხვრა მყისიერად მოხდა.
ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 ს, ხოლო ზედა ზონებში 80სმ-ს აღწევს. მუნიციპალიტეტში 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალ ზონებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. გზის წმენდა მიმდინარეობს: გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით.
🚜ამ დროისთვის სამი მიმართულებით იწმინდება გზები ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევი, დანდალო-ხარაულა-ტაკიძეები-არძენაძეები და ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები