აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს

20 იანვარი, 2020

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.

პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ქვედა და ზედა ვაშლოვანსა და შურმულში გაიმართა. აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება.

მიმდინარე წელს, აჭარის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ხულოში-სოფელ დიოკნისში, ქედაში-სოფელ ტიბეთაში და ქობულეთში-მუხაესტატეს მეურნეობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები