აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ასი წლის წინ დაწყებული ზრუნვა

20 იანვარი, 2020


ახლა არავის გვიკვირს უკვე, ის კი არადა ხანდახან ვბრაზდებით და ვამუნათებთ კიდევაც, რაა ეს, ამაზე მეტს რატომ არ გვეხმარება, რატომ უფრო მრავალრიცხოვან ჯარს არ შეგვიქმნის, აღგვიზრდის და აღგვიჭურავს, რატომ მეტ გრანტს არ გადმორიცხავს, რაა ეს ასეული მილიონი,- რამდენიმე მილიარდი რომ გადმოგვირიცხოს რა უჭირს, ამხელა ამერიკაა ბოლობოლო, მოკავშირე თუა ცოტა მეტი გაისარჯოს, რამოდენიმე მილიარდი რომ გამოყოს ჩვენთვის, მის ბიუჯეტს რაღა დააკლდება ამითო?! მოკლედ, სახელმწიფოებიც ადამიანებივითაა პრინციპში,- იმხელა ხელფასი აქვს, ცოტა რომ მომცეს რა უჭირსო?!  ხშირად გაგვიგია ალბათ... მოკლედ ისევ შორს გაგვიტყუა სიტყვამ, ასე იცის არქივის ფურცლებმა, წააწყდები რაღაც ერთ წინადადებას და აგიშლის საღერღელს და გადაგისვრის ხან საით ხან კიდევ სადა. ასიოდე წლის წინანდელ ფოლიანტს გადავაწყდი, 1923 წლისას, ჰო კარგი, დავაზუსტოთ, 97 წლის წინანდელს რაღა. საბჭოთა ოკუპაცია ორიოდე წლის ბღარტია საქართელოში ჯერაც და იქნებ ამადაც არ უჭირთ  „კაპიტალისტურ“ ქვეყნებთან ურთიერთობა; ურთიერთობა რა, მათგან გამოწვდილი ხელის  მიღება, ასე მწარედ რომ დაგვებედა ეტყობა მოაქწამამდე. საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს მიმართავს საერთო განყოფილბის გამგე, ჯაველიძე,

 

მართლაცდა მრავლის მთქმელია ეს ერთი ციდა დოკუმენტი: საინტერესოა რომ ამერიკული კომიტეტი (რომლის საქმიანობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში საკმაოდ შეუსწავლელია ), საერთოდ ზრუნავდა საქართველოზე, ეტყობა კარგად ესმოდაც რომ ოკუპირებულ  საქართველოს მართლა სჭირდებოდა დახმარება მაგრამ ისიც ცხადია, რომ ნებისმიერი ფულადი დახმარება ნაკლებ სავარაუდოა  ჩვენს ქვეყანას მოხმარებოდა საბჭოთა იმპერიის ხელში, ამიტომაც სწორედაც რომ ყველაზე ძვირფასსა და მნიშვნელოვანში უნდოდათ ეტყობვა ფულის ჩადება,- განათლებაში... ამ დოკუმენტიდან ვერ დავასკვნით იყო თუ არა საუბარი ამ ბავშვების  გაგზავნაზე საზღვარგარეთ,- ოკუპაციის პირველ წლებში არც ეს იყო ძალიან არარეალური შესაძლებლობა,- თუ უბრალოდ აქვე დააფინანსებდენენ მათი სწავლის ხარჯს მაგრამ მაინც ამეიკელების სასახელოდ უნდა ითქვას რომ იმ ეტაპზე, ალბათ ერთადერთი სწორი სფერო, რაშიც დაბანდებული თანხები სწორედ საქართველოს შეიძლებოდა გამოსდგომოდა სწორედაც  განათლება იყო. ეს ეხლაა რომ განათლება  მართლაცდა უპირველესი და აუცილებელი პირობაა მაგრამ მაინც არასაკმარისია დამოუკიდებლობის მისაღწევად;- ახლა, გარდა დასავლური განათლებისა და  ღირებულებებისა, დასავლურ  ინსტიტუტებში, მათ შორის სამხედრო ბლოკში, გაწევრიანებაა აუცილებელი ამ იმპერიული ვეშაპისგან თავის დასაღწევად... მაგრამ ეს უკვე მართლა სხვა თემაა და ასი წლის წინანდელ მოწყალებასთან თითქოს არაფერი აქვს საერთო.

 

ფრიდონ ქარდავა აჭარის საარქივო სამმართვლო

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

(+995) 577 261437 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები