აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შუახევში პირველად სანერგე-საჩითილე მეურნეობა გაიხსნა

16 იანვარი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა აჭარის მთვარობის თავამჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად გახსნა.

პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე სოფელ ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე ხეხილის სანერგე მეურნეობა.

სანერგე და საჩითილე მეურნეობები ორიენტირებული იქნება-მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავალის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის.მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდება მეცხოველეობის განვითარება.

აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი744 970 ლარს შეადგენს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55