აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ოქროპილაურში 54 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდა

24 დეკემბერი, 2019

🏗 შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში, აჭარაში ბოლო წლებში ყველაზე გრძელი, 54 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდა. შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე საფეხმავლო ხიდით სარგებლობდნენ და ახლა საავტომობილო კაპიტალური ხიდი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა 700მ. სიგრძის საავტომობილო გზა, აშენდა რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი და დაიგო ხიდთან მისასვლელი გზა. სამუშაოების ღირებულებამ 1069800 ლარი შეადგინა. ახალი ხიდი სამ სოფელს: დაბაძველს, კლდისუბანსა და ბესელაშვილებს აკავშირებს და ამ ხიდით 140 ოჯახი ისარგებლებს.
✅ შუახევში საავტომობილო გზების ხიჭაური-ახალდაბას და ახალდაბა-წყაროთის მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი 2685 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა. მოეწყო 11975 კვ.მ. ასფალტობეტონის საფარი და სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა.
აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე არ იყო მოწყობილი ასფალტობეტონის საფარი, გზა იყო გრუნტოვანი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ახალი გზით 300 მდე ოჯახი ისარგებლებს.სამუშაოებისთვის 1 313 399 ლარი დაიხარჯა.
➡აღნიშნული პროექტების ფარგლებში შესრლებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები