აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ვის დააჯილდოებენ „მაგნოლია 2019“-ზე ბათუმში

25 დეკემბერი, 2019

ხვალ, ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში საუკეთესო  განთავსებისა და კვების ობიექტი, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტულ მარშრუტი, ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი, ღვინის მარანი, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება იქნება წარმოდგენილი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებები გამოიყენა. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდა,  ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობდა. ამას დაემატა მომხმარებელთა ონლაინ  კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking. com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების  გამოკითხვის შედეგებიც დაემატა.  

 

წელს, დაჯილდოების ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტორს 2019 წლის ანგარიშსა დ 2020 წლის პრიორიტეტებს გააცნობს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები