აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვიათარების სააგენტო Arda-ს დირექტორს შეხვდა

11 დეკემბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვიათარების სააგენტო Arda-ს დირექტორს ილია თამარაშვილს შეხვდა. სააგენტოს დირექტორმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წელს განსახორციელებელ პროექტზე ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე“ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება. სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობაა. პროგრამის მოსალოდნელი შედეგი, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და მოადგილე მირზა სუქნიშვილი ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55