აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ალბომში: საადრეო მადარინის ბაღების გაშენება დაიწყო

09 დეკემბერი, 2019

აჭარაში საადრეო მანდარინის ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო. პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტო 2019 წლის ქვეპროგრამის “მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის” მიზნით ახორციელებს.

ქვეპროგრამის მიზანია საადრეო მანდარინის ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი და ძველი ამორტიზირებული მანდარინის ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული საადრეო ჯიშებით ჩანაცვლება და შესაბამისად მეციტრუსე ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტების და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი) ბაღების გაშენებას. სულ აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 9 ჰა- ფართობზე გაშენდება 8700 ძირი საადრეო მანდარინი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები