აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„გასტრონომიული გიდი“- კიდევ ერთი ტრენინგი გიდებისთვის

09 დეკემბერი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბათუმის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გიდებისთვის დასრულდა. ორკვირიანი სალექციო კურსისას რეგიონში მოქმედმა და დამწყებმა გიდებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში საშემოდგომო, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. გარდა აღნიშნული ტრენინგისა, დღეს გიდებისთვის ახალი პროგრამა „გასტრონომიული გიდი” იწყება. ის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგების მსგავსად  უფასოა.

„დავასრულეთ ძალიან საინტერესო ტრენინგები გიდებისთვის, რაც ვფიქრობთ დაეხმარება მოქმედ და დამწყებ გიდებს უკეთესად წარმოაჩინონ ბათუმი თავისი არქიტექტურით, კულტურითა და ისტორიით. გვიხარია, რომ დაინტერესება იყო დიდი და ყველა ტრენინგს მოსალოდნელზე მეტი მსმენელი ესწრებოდა. დღეიდან ვიწყებთ არანაკლებ საინტერესო ტრენინგს უკვე გასტრონომიის მიმართულებით, რომელსაც გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის  პრეზიდენტი დალი ცატავა წაიკითხავს. ტრენინგი მოქმედ გიდებზეა გათვლილი და ვფიქრობთ, ისინი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ქართული გასტრონომიის შესახებ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგპროგრამის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე  ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით  ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები