აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ჩაქვში ციტრუსის მიღება-გადამუშავების პროცესს დაესწრო

05 დეკემბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძესთან ერთად დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარო მოინახულა და ადგილზე გაეცნო ციტრუსის ჩაბარების პროცესს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომელიც ევროსტანდარტების მოთხოვნებს პასუხობს.

აღნიშნული საწარმო 24 საათის განმავლობაში შეძლებს 60 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას.

საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ხდება ევროსტანდარტების მიხედვით, პალეტებად შეკრულ 15 კილოგრამიან ტევადობის პლასმასის ყუთებში. საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე იქნა ექსპორტირებული. საწარმოში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნულ მიმღებ საწარმოს 5 დეკემბრის მდგომარეობით 300 ტონამადე ციტრუსი უკვე ექსპორტირებული აქვს რუსეთის მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები