აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქედაში კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო გაიხსნა

26 ნოემბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქედის მუნიციპალიტეტში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქროს გახსნას დაესწრო. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი თევზის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო.

საწარმო უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზმწარმოებელი ფერმერებისათვის მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში. საწარმო დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ,,ქედა-ლიდერი" მიერ.

პროექტი ,,ქედა ლიდერი" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

გახსნის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55