აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრი ზაალ მიქელაძე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

13 ნოემბერი, 2019

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ევროასოცირების ფარგლებში დაგეგმილ, გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების მიზნით იმყოფებიან.

აღნიშნულ პროცესს ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას უწევს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს მხრიდან კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ექსპერტთა ვიზიტი მოიცავს პლენარულ და ინტერვიუს ფორმატის შეხვედრებს ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც შეხება აქვს გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემასთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები