აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ციანგშის პროვინციის წარმომადგენლებს შეხვდა

08 ნოემბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ციანგშის პროვინციის სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო, უცხოელი სტუმრები ადგილზე გაცნობოდნენ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების დიანამიკასა და დარგში არსებულ პერსპექტივებს სამომავლო თანამშრომლობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ინვესტიციის კუთხით.

მინისტრმა ტიტე აროშიძემ ვრცლად ისაუბრა მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობის ისტორიულ აბრეშუმის გზაზე და გამოხატა სურვილი გაფართოვდეს სამომავლოდ იმპორტი და ექსპორტი ციანგშის პროვინციაში.

სტუმრებმა მინისტრი მიიპატიჟეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრადიციულ გამოფენაზე ციანგშის პროვინციაში, ქართული ენდემური პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები