აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი

08 ნოემბერი, 2019



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში  ოქტომბერში ჩაატარა   საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტური  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
საგნობრივი ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 8136 მოსწავლე. 
საგნობრივი ოლიმპიადის მეორე  ტურში მონაწილეობას მიიღებს  - 797 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში -255, ინგლისურ ენაში - 195, მათემატიკაში - 167, ფიზიკაში - 48 , ქიმიაში - 65, ბიოლოგიაში - 67 მოსწავლე. 
ოლიმპიადის მეორე  ტური ჩატარდება სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში, მის: ი. ჯავახიშვილის ქუჩა N66. 
თარიღი, დრო:
ფიზიკა - 13.11.2019;  - 14:30 სთ. 
ქიმია -    14.11.2019;   -14:30 სთ. 
ბიოლოგია - 15.11.2019;  - 14:30 სთ. 
მათემატიკა - 16.11.2019;  - 14:30 სთ. 
ქართული ენა და ლიტერატურა  - 17.11.2019;  - 10:30 სთ. 
ინგლისური ენა - 17.11.2019; - 14:30 სთ. 

საგნობრივი ოლიმპიადა მიზნად ისახავს გააღრმაოს მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონე მოსწავლეები, დაეხმაროს სკოლებს სწავლისა და სწავლების მოტივაციისა და  განათლების ხარისხის ამაღლებაში. 

გისურვებთ წარმატებას!


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები