აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტრომ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა დააფინანსა

07 ნოემბერი, 2019

მიმდინარე წლის  16-17 ოქტომბერს ქალაქ ციურიხში, შვეიცარია გაიმართა „ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის 640-ე საერთაშორისო კონფერენცია“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მომხსენებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა შორის გახლდათ 2019 წლის  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ერთ-ერთი გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი გაბედავა.

გიორგიმ 2013 წელს დაასრულა ანტვერპენის უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2017 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტრის ხარისხი. გიორგი მუშაობს ასევე, ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 

აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გიორგი გაბედავა ქალაქ ციურიხში გამართულ კონფერენციაზე წარსდგა მოსხენებით -  „საზღვაო გადაზიდვების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“
 „საერთაშორისო კონფერენციაზე 20-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი.  კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ ინჟინერიისა და მეცნიერიების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უწევს ორგანიზებას  მსგავსი კონფერენციების ჩატარებას.
კონფერენციამ საშუალება მოგვცა დელეგატებს გაგვეზიარებინა გამოცდილება და დაგვემყარებინა საქმიანი თუ სამეცნიერო ურთიერთობები“- გიორგი გაბედავა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები