აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ქედის მუნიციპალიტეტში

07 ნოემბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედის მუნიციპალიტეტში გოგიაშვილების სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად გაუმჯობესდება საირიგაციო მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, 19 ჰექტარზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც მოემსახურება 29 ოჯახს. პროექტის ღირებულება 57 666 ლარს შეადგენს.

დღესვე, მინისტრმა სიხალიძეების სარწყავი არხის დასრულებული სარეკონსტრუქსიო სამუშაოები დაათვალიერა. საირიგაციო სისტემით ქედის მუნიციპალიტეტეტში 4,6 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. ამასთან პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობაზე მოეწყო მარეგულირებელი ფარები თავისი ხრახნული ამწე მექანიზმით და დამონტაჟდა ლითონის გისოსებიანი ცხაური. რეაბილიტირდა და მთლიანად მოეწყო პოლიეთილენის მილები 1200 გრძ.მ სარწყავი სისტემა მოემსაურება 11 ოჯახს და მისი ღირებულება შეადგენს 46 020 ლარს.

ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ქედის მუნიცპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები