აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კონსტანტინე ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

06 ნოემბერი, 2019


2019 წლის 8 ნოემბერს, 17:00 საათზე,  ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში (მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. N21) ლექციას თემაზე „საქართველოს გამოწვევები კულტურის პოლიტიკის სფეროში“ წაიკითხავს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში - კონსტანტინე ნაცვლიშვილი.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ახალი რეალობის წინაშე აყენებს. მიმდინარე რეფორმებს კულტურის სფეროში ჩვენი საზოგადოება საბჭოთა კულტურის მართვის მოდელიდან ევროპულ ( ე.წ. გერმანულ) კულტურის მართვის მოდელზე   გადაჰყავს.

კულტურულ ღონისძიებათა გადაფასების პროცესი, რომელიც გლობალური მოვლენაა, უკანასკნელი 30 წელია განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან მომდინარე გამოწვევები; ტერიტორიების ოკუპაცია; ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კულტურული უფლებები; ქართული ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები; საქართველოს დიასპორების (ქართული, აფხაზური, ებრაული და ა.შ) ქართულ კულტურულ სივრცეში დაბრუნების აუცილებლობა; კულტურის სფეროში არსებული საერთაშორისო აქტების იმპლემენტაცია. არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რასაც საქართველოს კულტურის მართვის ახალმა მოდელმა უნდა უპასუხოს. 

საჯარო ლექცია გათვალისწინებულია საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

 

 

 

 

 



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები