აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი

30 ოქტომბერი, 2019

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში წარმოჩენილია აჭარის მთები, ბუნება, ტრადიციები, სოფლის ყოფა, ფოლკლორი და სტუმართმასპინძლობა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომაზეა ტურისტებისთვის მიმზიდველი. სოფლის ტურიზმის საიმიჯო ვიდეორგოლი დეპარტამენტის დაკვეთით ფონდი „პარალელი“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა.

„ბოლო წლებში, აჭარა აქტიურად პოზიციონირებს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება. შესაბამისად, ამ ვიდეორგოლით შევეცადეთ გადმოგვეცა ის ტურისტული პროდუქტები და შესაძლებლობები, რაც მთიანაჭარას სოფლის ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. ესაა ის ტრადიციები, ფოლკლორი, კულინარია, ღვინის კულტურა და ნაქები სტუმართმაპისნძლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ულამაზესი ფერებიც, რაც წელიწადის ამ დროს  მთიან აჭარაში შეგხვდებათ. ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას იმოგზაურონ მთაში, იმოგზაურონ მთიან აჭარაში,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან დღემდე მოამზადა. ამას ემატება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლების სერიაც, სადაც ცნობილი ქართველები მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებდა. საიმიჯო ვიდეორგოლები აქტიურად გამოიყენება სამიზნე ქვეყნებში რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ და გარე რეკლამის წარმოებისას.

>>„აღმოაჩინე აჭარის მთები“<<

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები