აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ხის დარგვის საერთაშორისო დღე

22 ოქტომბერი, 2019

დღეს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეა.აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში სატყეოს ფონდის ტერიტორიაზე ხის დარგვის აქციაში ჩაერთნენ.

ხის დარგვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა. მეტყევეებმა მოსწავლეებს ეკო-საგანმანათლებლო უნარ-ჩვევებზე და მწვანე გარემოს მნიშვნელობააზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში სატყეო მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 300 ძირი ფიჭვის ნერგი. ტყის დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს დეგრადაციის პროცესის შეჩერებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55