აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კარიერული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

19 ოქტომბერი, 2019

19 ოქტომბერს, სასტუმრო რადისონ ბათუმში კარიერული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა .
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 50-მდე ახალგაზრდა დასაქმდება 3-დან 6 თვემდე ვადით აჭარის რეგიონში ოპერირებად 15-მდე ორგანიზაციაში.

ასევე AIESEC საქართველოსთან თანამშრომლობის საფუძველზე აჭარის რეგიონის 30 ახალგაზრდა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიზნით გაივლის სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით მსოფლიოს 89 ქვეყანაში.

კარიერული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ. ასევე ერთ-ერთი დამსაქმებელი ორგანიზაციის მედცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ განაცხადა სრული მზაობა, მიიღოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თუ კურსდამთავრებული და ხელი შეუწყოს მათ საკუთარ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები