აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სტაჟიორების პრეზენტაციას დაესწრო

18 ოქტომბერი, 2019

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების 10-მა სტუდენტებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრსა და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ანაზღაურებადი ექვს თვიანი სტაჟირება გაიარა. სტუდენტებმა უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ მასწავლებელები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მინისტრმა და რექტორმა სტუდენტებს სტაჟირების სერთიფიკატი გადასცეს.

სტუდენტებმა სტაჟირება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა'' ფარგლებში გაიარეს. პროგრამა მიზნად ისახავდა, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55