აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურისტულ გამოფენაზე TTG Travel Experience 2019

17 ოქტომბერი, 2019

მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა იტალიის ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე TTG Travel Experience 2019, ეს გახლდათ რიგით 56- გამოფენა,სადაც ერთდროულად ჩატარდა სამი საერთაშორისო გამოფენა - TTG Travel Experience-თან ერთად Hospitality Desing და Sun Beach&Outdoor Style.

TTG Travel Experience არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ბიზნეს-გამოფენა იტალიაში. ეს არის სტრუქტურული ქსელური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ჩნდება ახალი შესაძლებლობები და ტენდენციები ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში.

გამოფენის მსვლელობისას იტალიელი ტურისტებისათვის ერთ-ერთ ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველო  დასახელდა მაკედონიასა და უზბეკეთთან ერთად.

 სამი დღის განმავლობაში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ტუროპერატორებთან და იტალიური მასმედიის საშუალებების წარმომადგენლებთან.

ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ახდენს ბაზრების დივერსიფიცირებას და ევროპულ ბაზარზე აჭარის და ბათუმის პოზიციონირებას.  

გამოფენაზე მონაწილეობას ღებულობდა 3000 მონაწილე მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. გამოფენის განმავლობაში მოეწყო 300-მდე ღონისძიება, სემინარები და მასტერკლასები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები