აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საადრევო ციტრუსის კრეფა დაიწყო

16 ოქტომბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის მოსავლის კრეფა დაიწყო. მანდარინის კრეფის პროცესში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა.

აგროსერვისცენტრის სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 20 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება. აღებული მოსავალი გაიყიდება და შემოსული თანხა მოხმარდება ციტრუსის სანერგე მეურნეობის შემდგომ განვითარებას. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული, რომელიც უცხოეთიდანაა შემოტანილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები