აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“

11 ოქტომბერი, 2019

ამ წუთებში, სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) ინიციატივით, შვედეთის საელჩოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“ მიმდინარეობს. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან და რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფება შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი. სემინარზე განიხილება სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზები, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, სმენის თანამადროვე აპარატები და მათი შესაძლებლობები, ასევე სმენასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შვედეთის საელჩოს ინციატივით, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით 23 სექტემბრიდან ქობულეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა I – III კლასის მოსწავლეთა სმენის სკრინინგი, სკრინინგს ანხორციელებდნენ შვედი სპეციალისტები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები