აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

10 ოქტომბერი - მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი, 2019

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღის საპატივცემულოდ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის სატყეო სააგენტოს ეწვია და მეტყევეებს შეხვდა.

ტიტე აროშიძემ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და წლის წარმატებულ მეტყევეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების შემდეგ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებთან და ბათუმის 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობაში 200-მდე ფიჭვის ნერგის დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

მეტყევის დღესთან დაკავშირებით გამწვანების ანალოგიური აქცია გაიმართა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები