აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა

10 ოქტომბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეტყევეებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა. ტიტე აროშიძემ სსიპ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მინისტრმა მათ საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარაში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დღესვე მინისტრმა საგეენტოს თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობაში 200 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგი დარგო და ახალგაზრდებს ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყეების ეკოლოგიურ ფასეულობების, რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ამ დღესთან დაკავშირებით ხუთივე მუნიციპალიტეტში მოეწყო გამწვანების აქცია, დაირგო სულ 1100 ძირი ნერგი. აგრეთვე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა მოსწავლებისთვის ლექცია-სემინარი, ტყის მოვლასა და მნიშვნელობაზე.

საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება 10 ოქტომბერი მეტყევის დღე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55