აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ხურმის ექსპორტიორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

09 ოქტომბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მოადგილეებთან ერთად ხურმის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, ხურმის დამზადების, ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.

ხურმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეებმა არსებული გამოწვევები უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრს გააცნეს. ტიტე აროშიძემ ბიზნესმენებს აღუთქვა ხელშეწყობა პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები