აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა მახინჯაურის, კაპრეშუმის, განთიადისა და ორთაბათუმის მოსახლეობასთან

06 ოქტომბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.თორნიკე რიჟვაძე დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, კაპრეშუმის,განთიადისა და ორთაბათუმის მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე, ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.

,,მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები’’ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. მთავრობის თავმჯდომარის და სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები