აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე აგროსერვისცენტრში რთველს დაესწრო

05 ოქტომბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში, რთველი 2019 გაიმართა. ყურძნის კრეფაში და დაწურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საინვესტიციო ფორუმის 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანიის წარმომადგენლები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები, სტუდენტები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები.

რთველის პარალელურად ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები. ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდნენ სოლო შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეგორაფიული ანსამბლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები