აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აჭარის აგრარული შესაძლებლობები

03 ოქტომბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო WYNDHAM Batumi-ში გამართა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’. ღონისძიების მიზანია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება. ფორუმზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ,,სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ’’

,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ჩვენი მიზანია რეგიონის ფერმერთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიება აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის იქნება ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული’’.-განაცხადა მინისტრმა.

საინვესტიციო ფორუმს 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანია, ,საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიშვილი აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები, სულ 180 სტუმარი ესწრებოდა.

ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო რეგიონში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები