აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გერმანელი ინვესტორების ვიზიტი აჭარაში

27 სექტემბერი, 2019

ბრანდერბურგის ეკონომიკური განვითარების სააგენტო აჭარის საინვესტიციო გარემოს სწავლობს. გერმანელი ინვესტორები აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბრანდერბურგის ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრას გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ჯაბა ფუტკარაძემ გერმანელ ინვესტორებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოში ბიზნეს საქმიანობის მექანიზმები, ქვეყნის ეფექტური საგადასახადო სისტემა, ლიბერალური საკანონმდებლო რეგულაციები და მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები გააცნო. 

მხარეებმა აჭარაში სავაჭრო, ეკონომიკური, სამეწარმეო, საგანმანათლებლო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, გერმანელი ინვესტორები ბათუმის პორტს ეწვევიან და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნობიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები