აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება

28 სექტემბერი, 2019

27 სექტემბერს, ბულვარის კოლონადასთან, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

პირველად, თავისი ისტორიის მანძილზე ზღვისპირა ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიების ფარგლებში, „ბაუ დიზაინი“-ს წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვა და გეგმის კონცეფცია გააცნეს.

ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაში ჩართული საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტდება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, კულტურული მემკვიდრეობის და მოწვეული დარგობრივი სპეციალისტებისგან, არქიტექტორებისგან, ადგილობრივი ექსპერტებისგან, ასევე “კრის ბლენდორფის ასოციაცია”-ლანდშაფტის არქიტექტორების ჯგუფისგან (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო).

კომპანიას, 2016 წელს მიღებული აქვს არქიტექტურული პრემია „წლის საუკეთესო ქალაქგეგმარებითი პროექტი“. ➡"ბაუ დიზაინი“ ასევე 2016-2018 წლებში სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქალაქგეგმარების, კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების, ლანდშაფტის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია: რადიო ქალაქის მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში; კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა; ბაკურიანის და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია და ა.შ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები