აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედაში

28 სექტემბერი, 2019

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
სხდომაზე აჭარის საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "ოცნების ქალაქის" მიმდინარე პროექტს შეეხო: "ყველა დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ,უპირობოდ იქნება შესრულებული".
 „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა გუნდმა მიიღო და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე".

პირველად ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრირებისა და აღდგენისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე დაიხარჯება, ხოლო ფონდი „ქართუ“ ამ მიმართულებით 3 მლნ ლარს დახარჯავს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყლის ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
აჭარის მთავრობის სხდომას ქედაში მოღვაწე პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები