აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის, მახუნცეთის და პირველი მაისის მოსახლეობასთან

29 სექტემბერი, 2019

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება. დღეს,აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის, მახუნცეთის და პირველი მაისის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტების დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები