აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს, ცხმორისის, წონიარისისა და ზვარეს მოსახლეობასთან

28 სექტემბერი, 2019

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს, ცხმორისის, წონიარისისა და ზვარეს მოსახლეობას, საქართველოს პარლამეტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე შეხვდნენ.

შეხვედრები ღია დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები, სიახლეები და სამომავლო პერსპექტივები გააცნეს. თავის მხრივ, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა რეგიონში ორ თვეზე მეტი მიმდინარეობს. რათა მსხვილი პროექტები 2020 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნას ასახული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები