აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა UNICEF-ის ოფისის წარმომადგენლებთან

26 სექტემბერი, 2019

☑️ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოადგილეებთან ერთად UNICEF-ის წარმომადგენელს, ღასან ხალილს, ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, თამარ უგულავას, სოციალური კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელს, ქეთევან მელიქაძესა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

☑️ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომლებიც იუნისეფის ხელშეწყობით აჭარაში მიმდინარეობს. ესენია:

" ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა"
 "შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში"
 "ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში".

 "ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა" - პროექტის ფაეგლებში ადგილობრივებს უტარდებათ ტრენინგები.

 "შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს პილოტის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრას, პირის სოციალური საჭიროებისა და ფუნქციონირების შეფასების მიხედვით.

 "ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში დაინერგა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები