აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა შშმ ბავშვების მშობლებთან

24 სექტემბერი, 2019

ამ წუთებში, სასტუმრო "ჰილტონში" პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის" ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი სამინისტროს მიმდინარე და 2020 წელს დაგეგმილ იმ პროგრამებს წარადგენენ, რომლებიც გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.

შეხვდრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი მიმართულებით გამართავენ პრეზენტაციებს.

პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და world Vision საქართველოს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში დაგეგმილია ინკლუზიური დიალოგისა და მონაწილეობითი პოლიტიკის განვითარებისათვის პლათფორმის გაძლიერება.

დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "თნაბარი ცვლილებები უფლებებისათვს" ორგანიზებით იმართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები