აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო

17 სექტემბერი, 2019

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

გამორჩეულად ლამაზად დაიწყო სასწავლო წელი ლეღვას #2 საჯარო სკოლაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და აღიჭურვა ახალი სასკოლო და სასწავლო ინვენტარით.

რეაბილიტირებული სკოლა სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. და 200 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 124 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 11 პირველკლასელია. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა: ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები უსურვა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს რომლებიც პროფესიიდან გავიდნენ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად რჩება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა. წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 8 საჯარო სკოლისა და 2 სპორტული დარბაზის მშენებლობა, ხოლო განხორცილდა 15 სკოლის რეაბილიტაცია;

• ელექტრონული ლაბორატორიით აჭარაში აღიჭურვა 10 საჯარო სკოლა;

• სპორტული ინვენტარი გადაეცა რეგიონის 20 სკოლას;

• სასკოლო ინვენტარი გადაეცა რეგიონის 15 სკოლას;

• 20 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი მხატვრული ლიტერატურით;

• 10 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნა ელექტრონული ლაბორატორიით;

• საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გადაეცა რეგიონის 5 საჯარო სკოლას;

აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 8 მილიონ ლარზე მეტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები