აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2020 წლის პროგრამები საჯარო განხილვა

13 სექტემბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში 2020 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. მინისტრმა სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს 2020 წლის ბიუჯეტის პროგრამების პროექტი გააცნო და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წელის ბიუჯეტის პროექტი 14 268 231 ლარია, აქედან 8 922 151 ლარი სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, ხოლო 5 346 080 ლარი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 11 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას განახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის პროგრამები თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრადი მართვაზე.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2020 წლის პროგრამები რომლებიც მოიცავს თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვას, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებას, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობას, სასათბურე მეურნეობის განვითარებას, აგრარული ექსტენციის მიწოდებას, ლაბორატორიულ კვლევით მომსახურებას, აკვაკულტურის ხელშეწყობას, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვას და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას.

,,ჩვენს შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. საზოგადოებას წარვუდგინეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროგრამები, გავაცანით ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოვისმინეთ მათი შეფასებები და შეხედულებები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. მსგავსი შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე იყოს და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში’’.– განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები