აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის მოსამზადებელი პირველი შეხვედრა

11 სექტემბერი, 2019

ბათუმში სასტუმრო რედისონში,სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის მოსამზადებლად. რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე დაესწრო და აგრარული ექსტენციის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების გზებზე ისაუბრა.

განიხილეს, ექსტენციის პროცესში ჩართული ყველა რგოლის ფუნქცია და აქტივობის კვლევა, რეგიონში არსებული სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები. განისაზღვრა კომპეტენციის საკითხები, მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესწავლა და ყველა იმ საჭიროების კვლევა, რაც აჭარაში ექსტენციის ეფექტურად განხორციელებას სჭირდება.

შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია აგრარული ექსტენციის განვითარების გეგმა აჭარაში. აჭარის სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (USDA) მიერ, პროექტს ახორციელებს ასოციაცია მომავლის ფერმერი, აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით. ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონში გრძელვადიანი ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და საბოლოო ჯამში ფერმერების ინფორმირების დონის ამაღლება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები